შედით კურსზე იუსტიციის სასწავლო ცენტრი
პირველად ხართ აქ?
გამარჯობა!თქვენ იმყოფებით იუსტიციის სასწავლო ცენტრის დისტანციური სწავლების პლატფორმაზე - eacademy.tcj.gov.ge
სასწავლო კურსების გასაცნობად საჭიროა რეგისტრაცია.
რეგისტრაცია მოიცავს თქვენ შესახებ შემდეგი ინფორმაციის მითითებას: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი და სქესი.
პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით საკუთარი პერსონალური მონაცემების გაცემას.
რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ წესებს:
1. მომხმარებლის სახელი ჩაწერეთ მხოლოდ ლათინური, პატარა ასოებით.
2. პაროლი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 8 სიმბოლოსგან, მათ შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ციფრი, პატარა ლათინური ასო, დიდი ლათინური ასო და სპეციფიკური სიმბოლო: !@#$%^&*()-_=+[{]};:’“,<.>/?
წესების დაცვით შექმნილი პაროლის მაგალითი: tesTuser@24
3. ჩაწერეთ მხოლოდ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის დასასრულებლად ამ მისამართზე მიიღებთ ბმულს.
4. სახელისა და გვარის ველში მიუთითეთ თქვენი ოფიციალური სახელი და გვარი. აღნიშნული მონაცემი გამოყენებული იქნება კურსის სერტიფიკატის შექმნისთვის. თუ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ვერ დარწმუნდება სახელის ან გვარის ნამდვილობაში, სერტიფიკატი არ გაიცემა.
5. სავალდებულოდ შესავსები ველები მონიშნულია ძახილის ნიშნით - !
6. არასავალდებულო ველებია: ქვეყანა და ტელეფონის ნომერი.
7. ქვეყნის არჩევისას მიუთითეთ ის ქვეყანა, რომელსაც მიიჩნევთ თქვენი წარმოშობის ქვეყნად.
8. სავალდებულო ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ - „შექმენი ჩემი ანგარიში“.
9. რეგისტრაციის დასასრულებლად შეამოწმეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და დააჭირეთ მიღებულ ბმულს.
10. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სასწავლო პლატფორმაზე შესასვლელად საჭიროა მხოლოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის ჩაწერა.
11. თუ ვერ გაიხსენეთ თქვენი პაროლი, დააჭირეთ - „დაგავიწყდა პაროლი?“.
12. პლატფორმაზე შესვლის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ ღილაკს - „კურსში გაწევრება“, რათა შეძლოთ კურსის ნახვა.