ხელმისაწვდომი კურსები

"ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი" - წარმოადგენს უნიკალურ ონლაინ კურსს, რომელშიც განხილულია ციფრული ტრანსფორმაციის არსი და სამართლის ახალი დარგების წარმოშობის საფუძვლები, ტექნოლოგიების სამართლის არსი, ტექნოლოგიების სამართლის ახალი დარგები, როგორიცაა  ინტერნეტ სამართალი, ელექტრონული კომერციის სამართალი (e-Commerce Law), სოციალური ქსელების სამართალი და სოციალური მედიის მარეგულირებელი ნორმები, პლატფორმების სამართლის არსი და სამომხმარებლო შეთანხმებისადმი გამოსაყენებელი სამართლის პრობლემები. კურსში ცალკეა განხილული ბლოკჩეინტექნოლოგიების და კრიპტოვალუტების რეგულირების საკითხები, აგრეთვე სმარტკოტრაქტები, როგორც ალგორითმული თვითაღსრულებადი კონტრაქტების გამოწვევები. გარდა ამისა კურსში განხილულია  ტექნოლოგიების სამართლის (TechLaw), როგორც დარგების ერთობლიობის ცნების განსხვავება სამართლის ტექნოლოგიებისგან (LegalTech), დამოუკიდებელი სამართლის დარგისგან, რომელიც არეგულირებს იურიდიული სერვისების მიწოდებას ტექნოლოგიების, კოდებისა და ალგორითმების გამოყენებით. კურსში შეისწავლით ისეთ დეფინიციებს, როგორიცაა "ციფრული მმართველობა" (e-Governance) და ელექტრონული მთავრობა (e-Government);  ელექტრონული დოკუმენტების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამბების სამართლებრივი რეგულირების საკითხებს.

ონლაინ კურსის ბოლო ლექციები ეთმობა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის დეფინიციას, მის სახეებს, განვითარების ეტაპებს, მისი სამართლებრივი რეგულირების გამოწვევებს, ხელოვნური ინტელექტის რისკების დივერსიფიცირების საკითხებს. განხილულია ევროკავშირის 2024 წლის "ხელოვნური ინტელექტის აქტი", აგრეთვე ეთიკური ხელოვნური ინტელექტის ცნება და მისი რეგულირება.

გაკვეთილი : 10
მოსწავლე : 500
სერტიფიკატი : yes
რეიტინგი : .
ღირებულება : Free

კურსი შექმნილია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის  მხარდაჭერით.

კურსის მიზანია ქართული ენის სწავლება საკომუნიკაციო დონეზე, რათა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, აგრეთვე ლტოლვილებს  შეეძლოთ ქართული ენის შესწავლა მათთვის მისაღებ დროსა და სივრცეში, უფასოდ და მარტივად.

კურსი მიზნად ისახავს ქართულ ენაზე საუბრის უნარის განვითარებას, რათა შესაბამისმა პირებმა დაბრკოლების გარეშე შეძლონ ყოველდღიური საქმიანობისა თუ ურთიერთობების წარმართვა ქართულ ენაზე, სახელმწიფო სერვისების მიღება და პროფესიული განვითარება.

კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს, რომელთაგან სამი გაკვეთილი ეთმობა ქართული ენის ანბანის სწავლებას, ხოლო დანარჩენ ჩვიდმეტ გაკვეთილში მოცემულია ქართული ენის საბაზისო დონეზე შესასწავლი ლექსიკა და გრამატიკა.

თითოეული გაკვეთილი იწყება დიალოგით, რომლებშიც თავმოყრილია ყოველდღიური ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციისთვის აუცილებელი ფრაზები. დიალოგები ასახავს ყოველდღიურ სიტუაციებს, როგორიცაა მაგალითად: სუპერმარკეტში, სასტუმროში, ბანკსა თუ იუსტიციის სახლში მომსახურების მიღება, ექიმთან კონსულტაცია, მეგობრის მოკითხვა, საკუთარ გატაცებაზე საუბარი, მოგზაურობის დაგეგმვა და ა.შ.

გარდა ყოველდღიურ სიტუაციებში საჭირო საკომუნიკაციო ფრაზებისა, ყოველი გაკვეთილი აგრეთვე მოიცავს ენობრივი ერთეულების აკადემიურ სწავლებას, კერძოდ გრამატიკისა და ლექსიკის სავარჯიშოებს, რომლებიც მზარდი სირთულით არის განაწილებული. გაკვეთილების შინაარსი ოთხ ენაზეა: ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული და უკრაინული.

მიწოდებული ინფორმაციის აღქმისა და გააზრების ხელშესაწყობად თითოეული გაკვეთილი გაჯერებულია თვალსაჩინოებებით, მათ შორისაა ფოტოები, ანიმაციები, ვიდეო და აუდიო მასალები.

ყოველი გაკვეთილის ბოლოს კურსის მომხმარებელი მიღებული ცოდნის შემოწმებისთვის   ასრულებს თვითშეფასების ტესტს, რომლის წარმატებით შესრულებაც შემდგომ გაკვეთილზე გადასვლის წინაპირობას წარმოადგენს.

კურსის სრულად გავლის შემდეგ მომხმარებელი იღებს სერტიფიკატს.




გაკვეთილი : 20
მოსწავლე : 503
სერტიფიკატი : დიახ
რეიტინგი : 5
ღირებულება : უფასო